თუ საქართველო და უკრაინა ისურვებენ, ნატოს წევრები აუცილებლად გახდებიან

თბილისს მაპზე უარი უთხრეს დღეს უკვე შეგვიძლია ლაპარაკი ნატოს მინისტერიალის შედეგებზე. მაპის ნაცვლად ალიანსი საქართველოსა და უკრაინას ყოველწლიურ სამოქმედო გეგმას სთავაზობს.

- ალიანსი გააგრძელებს საქართველოსა და უკრაინისთვის აქტიურ მხარდაჭერას ნატოს წევრობის სავალ გზაზე, მათ შორის რეფორმების განხორციელების მიმართულებით.

- თუ საქართველო და უკრაინა ისურვებენ, ნატოს წევრები აუცილებლად გახდებიან.. ასეთი განცხადებები გააკეთა სამიტზე ალიანსის გენერალურმა მდივანმა იაპ დე ჰოოპ სხეფერმა.

როგორ აფასებენ ქართველი ექსპერტები საქართველოსთვის მაპის არმინიჭების ფაქტს?! კომენტარისთვის პოლიტოლოგ ბ-ნ გია ხუხაშვილის მივმართე, რომელიც ამბობს, რომ საქართველო, ზოგადად, იმედგაცრუებული დარჩა. გია ხუხაშვილის თქმით, ნატოს მინისტერიალის გადაწყვეტილება ნათელი დასტურია იმისა, რომ საქართველოს ხელისუფლება ნატოს მოთხოვნილებებს არ ახორციელებდა, იქცეოდა ბოლო 3 წლის განმავლობაში ოროსანი ბავშვივით..