დღეს რუმინეთში საპარლამენტო არჩევნები ტარდება

დღეს რუმინეთში საპარლამენტო არჩევნები ტარდება. საზოგადოებრივი აზრის ბოლო გამოკითხვის თანახმად, ოპოზიციური პარტიები, ყოფილი კომუნისტი სოციალ-დემოკრატები და ცენტრისტი ლიბერალ დემოკრატები თითქმის ერთნაირი პოპულარობით სარგებლობენ და ამომრჩევლის ხმათა ოცდაათ-ოცდაათ პროცენტს ფლობენ. პრემიერ-მინისტრ კალინ პოპესკუ ტარიჩეანუს მმართველ ლიბერალურ პარტიას კი მხარს მხოლოდ ამომრჩეველთა ოცი პროცენტი უჭერს. როგორც სჩანს ხმათა უმრავლესობას ვერც ერთი პარტია ვერ მოაგროვებს და პარტიებს ახალი კოალიციური მთავრობის შექმნა მოუწევთ.