აშშ-ის სამხედროებმა
ერაყის სამხრეთში ვასიტის პროვინციაზე კონტროლი გადასცეს ერაყის მთავრობას.დღეს კონტროლის გადაცემის ცერემონია ამ პროვინციის დედაქალაქ
კუტში გაიმართა. ვაზიტი წარამოადგენს მეცამეტე პროვინციას ერაყის იმ 18 პროვინციიდან
, რომელიც გადავიდა ერაყის მთავრობის სრულ დაქვემდებარებაში. სამშაბათს აშშ-ს
სამხედრო მეთაურმა დომინიკ კარაჩილომ განაცხადა, რომ მან შეიმუშავა მოდელი, რომელიც ერაყელებისთვის უსაფრთხოებისკონტროლის გადაცემას დაეხმარება, მანვე აღნიშნა
, რომ ეს მოდელი ერთი თვის წინ საკმაოდ წარმატებით გატარდა პრაქტიკულად. კარაჩილომ განაცხადა,
რომ ამ მოდელის თანახმად აშშ-ის სამხედროებს ამ პროვინციებში ნელნელა ერაყელები
ჩაანაცვლებენ, და არ ექნება ადგილი მთლიანი ქვედანაყოფების გამოყვანას.