ლიტვაში საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს

ლიტვაში საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს, რომელშიც ოპოზიციას უწინასწარმეტყველებენ გამარჯვებას.

არჩევნების პირველ ტურში ოპოზიციურმა სამშობლოს ერთიანობის პარტიამ მიაღწია წარმატებას, რომელსაც ლიტვის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ანდრიუს კუბილიუსი ხელმძღვანელობს. მეორე ტურში წარმატების შემთხვევაში ბოლო მოეღება სოციალ-დემოკრატიული პარტიის მრვალწლიანი მმართველობის პერიოდს ამ ქვეყანაში.