ჯონ მაკეინი ამომრჩევლის ყურადრების ეკონომიკურიდან სხვა საკითხებზე გადატანას ცდილობს

ამერიკის საპრეზიდენტო კანდიდატი ბარაკ ობამა აცხადებს, რომ მისი მოქიშპე ჯონ მაკკეინი ამომრჩევლის ყურადრების ეკონომიკურიდან სხვა საკითხებზე გადაიტანას ცდილობს.

ამერიკის საპრეზიდენტო კანდიდატი ბარაკ ობამა აცხადებს, რომ მისი მოქიშპე ჯონ მაკეინი ამომრჩევლის ყურადრების ეკონომიკური კრიზისიდან სხვა საკითხებზე გადატანას ცდილობს. ჩრდილოეთ კაროლინას შტატში მყოფმა ობამამ განაცხადა, რომ მაკკეინისა და მისი ქვეშევრდომების მიერ მის წინააღმდეგ განხორციელებული გალაშქრება იმას ააშკარავებს, რომ მაკკეინი რეალობისგან შორს დგას. მაკკეინის კამპანიამ ობამას ტერორისტებთან სიახლოვეში დასდო ბრალი, თავისმხრივ ობამა კი ამტკიცებს, რომ მაკკეინი გასული საუკუნის ოთხმოციან წლებში მომხდარ ერთერთ საფინანსო სკანდალშია გასვრილი. რამდენიმე დღის წინ მაკკეინის ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატმა სარა პეილინმა განაცხადა, რომ ობამას კარგი ურთიერთობა აქვს ტერორისტებთან. პეილინი იმას გულისხმობდა, რომ ბარაკ ობამა ვიეტნამის ომის მოწინააღმდეგე რადიკალური ჯგუფის შემქმნელთან უილიამ აიერსთან ახლობლობდა.