დღეს საღამოს
ისრაელის პრემიერ-მინისტრი ეჰუდ ოლმერტი ოფიციალურად აუწყებს გადადგომის შესახებ
პრეზიდენტ შიმონ პერესს.
ისრაელის პრემიერ-მინისტრის თქმით გადადგომის შემდეგ ის მის წინააღმდეგ აგორებული კორუფციული სკანდალის პერიპეტიებზე გაამახვილებს ყურადღებას.
ეჰუდ ოლმერტმა თავისი მხარდაჭერა აღუთქვა ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრს ციპი ლივნის, რომელიც მმართველი კადიმას პარტიის თავმჯდომარის პოსტზე აირჩიეს. პრეზიდენტი პერესი სწორედ ციპი ლივნის შესთავაზებს პრემიერ-მინისტრის თანამდებობას და დაავალებს ახალი კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბებას.