ქარიშხალი გუსტავი

ამერიკულმა ენრგოკომპანიებმა შეწყვიტეს საზღვაო აკვატორიაში მდებარე ნავთობის ჭაბურღილების მუშაობა ქარიშხალი გუსტავის მოახლოების გამო.

მექსიკის ყურეში მდებარე ნავთობის მომპოვებელი კომპანიების 96% და ბუნებრივი გაზის მწარმოებელი კომპანიების 82% დაიხურა.

ამ ყურეში შეერთებულ შტატებში არსებული ნავთობის 25%-ს მოიპოვებენ. ამის გამო ექსპერტები ნავთობსა და გაზზე ფასების გაზრდას ელიან.

ლუიზიანის სანავთობო პორტმა კვირას შეაჩერა თავის მუშაობა. არადა ეს ერთადერთი ამერიკული პორტია რომელსაც მსოფლიოს უდიდესი ტანკერებიდან ნავთობის გადმოზიდვა შეუძლია.