რუსეთია აგრესორი და აქედან გამომდინარე იგი ვერ იქნება მშვიდობისმყოფელი

რუსეთი აცხადებს რომ მისი ძალები ხვალისათვის გადაყვანილი იქნება სამხრეთ ოსეთის გარშემო ბუფერულ ზონაში. თბილისი სკეპტიკურად არის განწყობილი ამ განცხადების მიმართ. როგორც რუსეთის გენ-შტაბის მეთაურის მოადგილემ ანატოლი ნოგოვიცინმა განაცხადა როგორც კი რუსული ძალები ბუფერულ ზონებს დაიკავებენ მოსკოვი დაიწყებს 1992 წელს დადებული სამშვიდობი ხელშეკრულების პრაქტიკულად გატარებას. თუმც მისივე თქმით რუსეთი განსაზღვრულ შესწორებებს შეიატანს ამ შეთანხმების ტექსტში რათა საქართველოს არ ქონდეს დაშვება ამ ზონაში. ნოგოვიცინი აცხადებს რომ საქართველოს ხელმძღვანელობა ქართველი სამშვიდობოები სამხრეთ ოსეთიდან გაიყვანეს როგორც კი დაიწყო რუსული ძალების შეჭრა საქართველოს ტერიტორიაზე და გადაისროლეს ისინი ცხინვალის მიმართულებით რაც სამშვიდობო ხელშეკრულების დარღვევას წარმოადგენს.

ოფიციალური თბილისი ამტკიცებს რომ რუსეთია აგრესორი და აქედან გამომდინარე იგი ვერ იქნება მშვიდობისმყოფელი. ამერიკის ხმასთან საუბარში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს რწმუნებულმა შოთა უტიაშვილმა განაცხადა რომ ძალზე ბუნდოვანია სამხრეთ ოსეთის გარშემო ბუფერული ზონის მცნება და რომ რუსეთი ამ საკითხში ფაქტების მანიპულირებას ახდენს. მისივე თქმით დღისით რუსები ჟურნალისტებს განსაზღვრულ მოძრაობას უჩვენებენ ხოლო ღამე მათ ძალებს უკან აბრუნებენ. როგორც მან თქვა საკონტროლო გამშვები პუნქტების და ოკუპირებული ტერიტორიების დღესდღეობით შემცირება არ ხდება. როგორც მან განაცხადა რუსები კვლავაც აკოტროლებენ მთავარ გზატკეცილს თბილისსა და გორს შორის და ეს ფაქტი არამარტო საქართველოს ეკონომიკას ვნებს არამედ სომხეთისაც რომელიც სწორედ ამ გზით იღებს იმპორტს საქართველოს გავლით.

ამ ფონზე ცხინვალში და სოხუმში მოელიან რომ რუსეთი განიხილავს ამ ტერიტორიების მეთაურთა თხოვნას მათი დამოუკიდებლობის აღიერების შესახებ. მოსკოვში ლევადის ცენტრის მიერ რუსეთში ჩატარებული აზრის გამოკითხვის შედეგები მიუთითებს იმაზე რომ რუსების 49 პროცენტი რუსეთ-საქართველოს ომის დაწყებაში აშშ-ის ლიდერებს სდებენ ბრალს. 32 პროცენტს მიაჩნია რომ ყველაფერში დამნაშავე ქართველები არიან. ლევადას ცენტრი ამტკიცებს რომ მთლიანობაში რუსებს შორის ანტიამერიკული განწყობა გაიზარდა. გამოკითხულთა 40 პროცენტს მიაჩნია რომ ამერიკა-რუსეთის ურთიერთობაში განსაზღვრული დაძაბულობა შეიმჩნევა. 28 პროცენტი კი თვლის რომ ეს ურთიერთობა მტრულია.