ამერიკა-რუსეთის ურთიერთობების განვითარების ისტორიის შესახებ

ამერიკა-რუსეთის ურთიერთობა წლების განმავლობაში ეტაპობრივად იძაბებოდა თუნდაც იმის გამო რომ რუსეთმა საგარეო პოლიტიკაში უფრო აგრესიული პოლიტიკიის გატარება დაიწყო გამოახატა წინააღმდეგობა აღმოსავლეთ ერვოპაში რაკეტსაწინაღო სისტემის განლაგებაზე და გაღიზიანებას ვერ მალავს ვაშინგტონის სურვილის გამო რათა საქართველო და უკრაინა ნატოში გაწევრიანდეს. საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებულმა აგრესიამ კი დიდი ბზარი შეიატანა ამ ისედაც დაძაბულ ურთიერთობაში ამერიკასა და რუსეთს შორის. როგორც ამერიკის შეერთებული შტატების თავდასცვის მდივანმა რობერტ გეითსმა განაცხადა თუ რუსეთი უარს არ იტყვის იმ აგრესიაძე რომელიც მან საქართველოს მიმართ გამოავლინა ეს სერიოზულ დარტყმას მიაყენებს ამერიკა-რუსეთის ურთიერთობას რაც წლების განმავლობაში გაგრძელდება. ჩვენთან საუბარში კოლუმბიის უნივერსისტეტის პროფესორმა ბობ ლეგვოლდმა აღნიშნა რომ წლების განმავლობაში აშშ-ი ცდილობდა კონსტრუქციულად ჩაერთო რუსეთი ისეთ დარგებში როგორიცააა შეიარაღებისადმი კონტროლი, საერთაშორისო ტერორიზმთან ბრძოლა და დედამიწაზე კლიმატური ცვლილებები პრობლემების დაძლევა.

დღეს ეს ძალისხმევა ანუ სტრატეგიული დიალოგი ბევრად გაძნელდა რადგანაც როგორც აშშ-ში ასევე ევროპაში ყველამ დაინახა რომ რუსეთი ისევ წარმოადგენს მსოფლიო საზოგადოებისათვის ფუნდამნტურ პრობლემას, უფრო მეტიც პოტენციურ საფრთხესა და მტრობას, აქედან გამომდინარე საჭიროა რუსეთის ამ პრიზმაში აღქმა რათა ეს საფრთხე თავიდან იქნას აცილებული.