რუსეთის სამხედრო-საჰაერო ძალებებმა უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს

საქართველოს ხელისუფლების განცხადებით რუსეთის სამხედრო-საჰაერო ძალების თვითმფრინავმა საქართველოს საჰაეროს სივრცე დაარღვია და უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდო. საქართველოს ხელისუფლებამ სადაზვერვო თვითმფრინავის ვიდეო კამერით გადაღებული კადრები აჩვენა, რომელზეც ასახულია რუსული მიგ-29 ტიპის გამანადგურებლიდან რაკეტის გასროლის მომენტი.

ამ ფონზე რუსეთმა აღადგინა საფოსტო კავშირი საქართველოსთან, რომელიც 2006 გაწყვიტა როდესაც თბილისმა 4 რუსი სამხედრო ოფიცერი დააკავა ჯაშუშობის ბრალდებით.რამდენიმე დღის წინათ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა საქართველოსთან ურთიერთობის გაუმჯობესების შესახებ დავალება მისცა თავის ხელქვეითებს.საფოსტო კავშირის აღდგენა რუსეთში მცხოვრებ ქართველებს სამშობლოში ფულის გადარიცხვის საშუალებას მისცემს.