აფხაზური მხარის განცხადებით ჩამოგდებულია ქართული სადაზვერვო თვითმფრინავი
აფხაზი სეპარატისტების განცხადებით მათ საქართველოს თვადაცვის სამინისტროს კუთვნილი სადაზვერვო თვითმფრინავი ჩამოაგდეს. სეპარატისტების მტკიცებით თვითმფრინავი გალის რაიონში ჩამოვარდა და ახლა მისი ნამსხვრევების ძებნა მიმდინარეობს.