კოსოვო კვლავაც სერბეთის შემადგენელი ნაწილი იქნება

სერბეთის პრეზიდენტმა ბორის ტადიჩმა თავისი ინაგურაციის საზეიომო ცერემონიაზე პირობა დადო რომ კოსოვო კვლავაც სერბეთის შემადგენელი ნაწილი იქნება, თუმცა სერბეთი გააგრძელებს ევროკავშირის შემადგენლობაში გაწევრიანების პოლიტიკას.

ამასობაში კოსოვოს ალბანელები უახლოეს დღეებში დამოუკიდებლობის გამოცხდებას აპირებენ. ამ ფონზე რუსეთმა გააფრთხილა საერთაშორისო საზოგადოება, რომ კოსოვოს დამოუკიდებლობის აღიარების შემთხვევაში ის შეცვლის თავის პოლიტიკას საქართველოს სეპარატისტული რეგიონების აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მიმართ. თუმცა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში არ არის დაკონრეტებული კერძოდ რა ზომების მიღებას აპირებს კრემლი საქართველოს წინააღმდეგ.