საპყრობილეში მყოფ იუკოსის ერთერთ თავკაცს სიმსივნისა და შიდსის მკურნალობის უფლებას აძლევენ

რუსეთის საპყრობილეში მყოფი იუკოსის კომპანიის ერთ-ერთ თავკაცს სიმსივნისა და შიდსის მკურნალობის უფლებას აძლევენ. რუსეთის პენიტენციალული სისტემის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ საპყრობილეში მყოფი იუკოსის კომპანიის ერთ-ერთ თავკაცი ვასილი ალეკსანიანი სიმსივნისა და შიდსის სამკურნალოდ მოსკოვის სპეციალიზებულ კლინიკაში მოათავსეს. ალეკსანიანისთვის მკურნალობის უფლების მიცემას უკვე დიდი ხნის განმავლობაში მოითხოვდნენ ადამიანს უფლებების დამცველი საერთაშორისო ორგანიზაციები.