რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი "ვიდეო ვარსკვლავი" გახდა

რუსეთის ბელადი იაპონელ ოლიმპიურ ჩემპიონთან იასუჰირო იამასიტასტან ერთად გადაიღეს ძიუდოს მოყვარულთათვის განკუთვნილ ფილმში. როგორც ცნობილია პუტინს შავი ქამარი აქვს ჭიდაობა ძიუდოში. პარასკევს სანკტ-პეტერბურგში ტოიოტას ახალი ქარხნის გახსნის საზეიმო ცერემონიაზე პუტინმა თავისი ძიუდოისტობაც გაიხსენა და იამასიტასთან ერთად გადარებულ ფილმზეც მოუთხრო საზოგადოებას, რომელიც ახალი წლის შემდეგ გამოვა ეკრანზე.