თბილისში გრძელდება მრვალათასიანი საპროტესტო დემონსტრაცია

უკვე მეოთხე დღეა თბილისში გრძელდება მრვალათასიანი საპროტესტო დემონსტრაცია პრეზიდენტ სააკაშვილის ხელისუფლების წინააღმდეგ.

პარლამეტის შენობის და სხვა სამთავრობო დაწესებულებების წინ ათასობით ადამიანმა მოიყარა თავი. მიტინგები მშვიდობიანად მიმდინარეობს. სააკაშვილის გადადგომის მოთხოვნით ოპოზიციის 4 აქტივისტმა საპროტესტო შიმშილობა დაიწყო.

დღეს საღამოსთვის საპროტესტო აქციის მონაწილეთა რიცხვი მკვეთრად გაიზარდა. მომიტინგეები შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობის წინაც შეიკრიბნენ და (სოფო ჯაჯანაშვილის განცხადებით) სირცხვილის დერეფანი შექმნეს, რომელშიც შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს მოუწევთ გავლა. ოპოზიციის აქტივისტების ზრით ქართველი პოლიციელები ხალხის გვერდით უნდა დადგნენ.

პრეზიდენტმა სააკაშვილმა თავის სატელევიზიო გამოსვლაში ანტი-სამთავრობო გამოსვლების ორგანიზებაში რუსეთი დაადანაშაულა.

ამასობაში 24 მომიტინგე მოიწამლა პოლიციელის მიერ მოტანილი ღვინით, რომელთა ნაწილი საავადმყოფოში გადაიყვანეს.