საქართველოში პოლიტიკურ კრიზისზე ლაპარაკობენ

დღეს, საქართველოს პარლამენტის საჩხერის მაჟორიტარმა დეპუტატმა ვალერი გელბახიანმა 10 დეპუტატი ფრაქცია "ჩვენს საქართველოში" გააერთიანა. ფრაქცია ოპოზიციის მანიფესტს უერთდება: თუ ხელისუფლება ოპოზიციასთან დიალოგს არ დაიწყებს, მაშინ მისი ქმედებები არაკონსტიტუციური და არალეგიტიმური იქნება!-აცხადებს ახალი ფრაქციის ლიდერი.

ასევე დღეს, ოფიციალურად კიდევ ერთI მოძრაობა დაარსდა-"მოძრაობა მომავლისათვის". მისი ლიდერის გია მაისაშვილის თქმით< მოძრაობის დევიზია-დიდება უფალს! დიდება სამშობლოს! გაბრწყინება ჩვენს შვილებს!.

გაერთიანებული ოპოზიცია რეგიონებში გასვლებს აგრძელებს, ოპოზიცია დღეს იმერეთში ჩავიდა. საჩხერეში ოპოზიციასთან შესახვედრად 1000 ადამიანი გამოვიდა, ჭიათურაში 2000-მდე.

საქართველოს პრეზიდენტი მმართველი პარტიის ლიდერებთან ერთად მეორე დღეა ლისაბონში, ევროპის სახალხო პარტიის სამიტს ესწრება და აცხადებს, რომ თუ საქართველო მოიპოვებს სერიოზულ საერთაშორისო მხარდაჭერას მაშინ ბუხარესტის ინტეგრაციის საკითხი ფაქტობრივად შეუქცევადი იქნება.

-პრეზიდენტი საერთაშორისო მხარდაჭერაზე საუბრობს, კარგავს თუ არა იგი მხარდამჭერებს სამშობლოში? ამ კითხვით პოლიტოლოგ მამუკა არეშიძეს მივმართე, რომელიც ამბობს, რომ პრეზიდენტს მხარდამჭერები ჰყავს, თუმცა მომხრეები დაკარგა მმართველმა პარტიამ და საქართველოს პარლამენტმა.