რუსეთის ოფიციალური პირები აცხადებენ რომ ბელორუსმა გაზპრომის დავალიანება დაფარა

გაზპრომის მიერ გაკეთებული განცხადების თანახმად გაზგამანაწილებელი ქსელის კომპანიამ "ბელტრანსგაზი”-მა ნახევარი წლის დავალიანება გადაიხადა.

შეგახსენებთ რომ გასულ კვირას მოსკოვი ბელორუსს ბუნებრივი აირის მიწოდების შემცირებით დაემუქრა.

მინსკს გადაწყვეტილი ჰქონდა მოსკოვისაგან ესესხა ფული რათა დაეფარა დავალიანება და სტაბილიზება მოეხიდანა ბელორუსის ეკონომიკისთვის, თუმცა გასულ კვირას მოსკოვში დაწყბეული მოლაპარაკება ჩაიშალა.

რუსეთი ბუნებრივი აირის თითქმის 25 პროცენტს დასავლეთ ევროპას ბელორუსის გავლით აწვდის. ოფიციალური პირები შიშობდნენ რომ უთანხმოება დასავლეთისთვის გაზის მიწოდებას შეაფერხებდა.