პრეზიდენტი ჯორჯ ბუში აცხადებს, რომ შეერთებული შტატები პატივს სცემს ისლამს

ვაშინგტონი ამერიკასა და ისლამური სამყაროს ქვეყნების მოსახლეობას შორის, ურთიერთგაგებისა და თანამშრომლობის მისაღწევად ძალას არ იშურებს. ვაშინგტონში ისლამური ცენტრის გახსნის ორმოცდამეათე წლისთავის იუბილესთან დაკავშირებით წარმოთქმულ სიტყვაში, ბატონი ბუში ახალი ინიციატივით გამოვიდა:

“ისლამური კონფერენციის ორგანიზაციაში მე სპეციალურ წარგზავნილს დავნიშნავ. აქამდე ორგანიზაციაში ამერიკას წარმომადგენელი არ ჰყოლია. ჩვენი წარგზავნილი მუსლიმანური ქვეყნების წარმომადგენლების აზრებს მოუსმენს და მათ ამერიკის შეხედულებებისა და ფასეულობების შესახებ ესაუბრება”. თქვა პრეზიდენტმა.

ბატონმა ბუშმა აღნიშნა, რომ კეთილი ნების ადამიანები იმ ექსტრემისტებს უნდა დაუპიურისპირდნენ, რომლებიც რელიგიის მეშვეობით ძალაუფლების ხელში ჩაგდებას ცდილობენ:

“ეს ექსტრემისტები მუსლიმთა სახელით მოქმედებენ. მაგრამ სინამდვილეში მათ ამის არავითარი უფლება არ აქვთ. ისინი ყველა იმ მუსლიმს, რომლებიც მათ რადიკალურ რწმენას არ იზიარებენ ურწმუნოებად და ჭეშმარიტი რწმენის გამყიდველებად რაცხავენ. მუსლიმთა შორის დაპირისპირების გამოწვევის მიზნით, მათ ისლამის უწმინდეს სალოცავებზე თავდასხმები განახორციელეს. ამ ტერაქტების მსხვერპლთა უმეტესობას მუსლიმები წარმოადგენენ”. თქვა პრეზიდენტმა.

ვაშინგტონის ისლამური ცენტრის დირექტორმა იმამმა აბდულა ხოუჯმა არნიშნა, რომ ისლამი ტოლერანტობასა და კანონმორჩილებას ქადაგებს:

“ისლამი ჩვენ კარგი ადამიანობისკენ მოგვიწოდებს, მიუხედავად დროისა და ადგილისა. ეს იმ ქვეყნის კანონმდებლობის დაცვასაც გულისხმობს, რომელსიც ჩვენ ვცხოვრობთ”. თქვა იმამმა.

პრეზიდენტ ბუშის თქმით, “ზომიერად განწყობილი მუსლიმი ლიდერები ყველაზე დიდი გავლენით სარგებლობენ. ექსტრემიზმის წინააღმდეგ ბრძოლის დროს, მათი ხმა ყველაზე ძლიერად ჟღერს”:

“ჩვენ მუსლიმთა ლიდერებს ხელი უნდა შევუწყოდ და რადიკალულ ექსტრემიზმთან ბრძოლის საქმეში, ისლამის სახელით მოქმედი ძალადობის მეთოდებით მებრძოლი ორგანიზაციების წინააღმდეგ, ხმის ამაღლებაში უნდა დავეხმაროთ. თავისუფალ სამყაროში, ჩვენთან მცხოვრებ ბევრ ახალგაზრდა მუსლიმს სჯერა, რომ კამიკაძე ტერორისტთა მიერ ჩადენილი აქტის გამართლება ზოგ სემთხვევაში შესაძლებელია. მათ ასეთი ახალგაზრდა მორწმუნეების გადმობირება უნდა შეძლონ”. თქვა მან.

“შეერთებულ შტატებს, მუსლიმებთან ერთად თავისუფლებისა და მშვიდობის საქმეში თანამშრომლობა აქვს გადაწყვეტილი. მე დიდი მუსლიმი პოეტის რუმის სიტყვები მახსენდება: -ლამპარნი განსხვავდებიან, მაგრამ სინათლე კი ყოველთვის ერთნაირია”. დაასრულა გამოსვლა პრეზიდენტმა ბუშმა.