დღეს ბრიტანეთის სამეფო პროკურატურის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ პროკურატურის ადვოკატებს დაევალათ ეჭვმიტანილი ანდრეი ლუგოვოის რუსეთისაგან ბრიტანეთისთვის გადაცემის მოთხოვნა. დღეს ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მარგარეტ ბეკეტმა რუსეთის ელჩი თავისთან მიიწვია და განუცხადა, რომ რუსეთის უშიშროების სამსახურის ყოფილი თანამშრომლის ანდრეი ლუგოვოის ბრიტანული მართმსაჯულებისათვის გადაცემის საქმეში, ლონდონი მოსკოვისაგან სრულ თანამშრომლობას მოელის.
მიუხედავად ამისა მოგვიანებით რუსეთის გენერალურმა პროკურორმა განაცხადა, რომ რუსეთის კონსტიტუცია რუსეთის მოქალაქეების უცხო ქვეყნისათვის გადაცემას კრძალავს.
შეგახსენებთ, რომ ალექსანდრ ლიტვინენკო გასული წლის 23 ნოემბერს რადიაციული მოწამვლის სედეგად გარდაიცვალა. ბრიტანეთის პოლიციამ დაადგინა, რომ ლიტვინენკო ლუგოვოისა და კიდევ ერთ რუსეთის უშიშროების ყოფილ აგენტს ლონდონის სასტუმროში პირველ ნოემბერს შეხვდა. ამ შეხვედრის შემდეგ ლიტვინენკო შეუძლოდ შეიქმნა. დადგინდა, რომ კრემლთან დაპირისპირებული ლიტვინენკო რადიაქტიური ნივთიერების პოლონიუმის მეშვეობით მოწამლეს.