ბერლინში ექვსი ქვეყნის ლიდერი ირანის ბირთვულ პროგრამასთან  დაკავშირებით კონფერენციას მართავს

კონფერენციაში მონაწილეობას იღებს გერმანია და გაეროს უშიშროების საბჭოს ხუთი მუდმივი წევრი ქვეყანა; შეერთებული შტატები, საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, რუსეთი და ჩინეთი.

უშიშროების საბჭოსს მიერ მიღებული უკანასკნელი რეზოლიცია ირანის მხრიდან 23 მაისამდე ურანის გამდიდრების სამუშაოების შეჩერებას ითვალისწინებს.

თეირანის მხრიდან საბჭოს მოთხოვნების უგულველყოფის გამო ირანს ერთხელ უკვე დაადეს სანქციები.

ამ თვის ბოლოს დაგეგმილია შეხვედრა ირანის ოფიციალური პირის ბირთვულ საკითხებში ალი ლარიჯანისა და ევროკავშირის საგარეო უწყების ხელმძღვანელის ხავიერ სოლანას შორის.