ბუში ბრაზილიაში ლულას ხვდება

დღეს პრეზიდენტი ბუში სან პაულოში თავის ბრაზილიელ კოლეგასთან ლუის ინასიო ლულა და სილვასთან გამართავს მოლაპარაკებას, რომლის მთავარი თემა ბიოენერგიაზე მომუშავე საწვავის წარმოება იქნება. ორი ქვეყნის ლიდერები ცენტრალურ ამერიკასა და კარიბის ზღვის აუზის ქვეყნებში შაქრის ლერწმისგან ეთანოლის მიღების წარმოების გაზრდას გეგმავენ. შეერთებული შტატები ბრაზილიასთან ერთად ეთანოლის 75%-ს აწარმოებს მსოფლიოში. ბრაზილია ამ პროდუქტის ყველაზე დიდი ექსპორტიორია. გარდა ამისა ორი ქვეყნის პრეზიდენტები გლობალური ვაჭრობის პრობლემებზეც იმსჯელებენ. პრეზიდენტმა ბუშმა ბრაზილიიდან დაიწყო თავისი ექვსდღიანი ტურნე ლათინური ამერიკის ქვეყნებში, რამაც დიდი საპროტესტო დემონსტრაცია გამოიწვია სან პაულოში. დემონსტრანტების წინააღმდეგ პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.