ფრინველის გრიპის შედეგად ინდონეზიაში 6 წლის გოგონა გარდაიცვალა

ინდონეზიის ჯანდაცვის უწყების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ფრინველის გრიპის შედეგად გარდაიცვალა 6 წლის გოგონა. ამით ინდონეზიაში დაავადების შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 63 მიაღწია. ჯანდაცვის სტრუქტურების ინფორმაციით, გოგონას მომაკვდინებელი ჰაშ 5 ენ 1 ტიპის ვირუსი შეხვდა და იგი საავადმყოფოში 19 იანავრს გარდაიცვალა. აღსანიშნავია, რომ ინდონეზიაში ფრინველის გრიპის შედეგად ყველაზე დიდი მსხვერპლის რაოდენობა. სულ, მსოფლიოში 2003 წლის ემდეგ, ამ დაავადებამ 150 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.