მორიგი მსხვერპლი ერაყში

ერაყის ოფიციალური პირების განცხადების თანახმად ბაღდადის სავაჭრო ცენტრში, სადაც მეორადი მოხმარების ტანსაცმელი და ელექტრონული აპარატურა იყიდება, ორი დანაღმული ავტომობილის ერთდოულად აფეთქების შედეგად 75-ი ადამიანი დაიღუპა, 150-ი კი დაიჭრა.

ამ დღეებში სამი ათასზე მეტი ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე იქნა დისლოცირებული ბაღდადში ერაყის უშიშროების ძალებისდმი დახმარების გაწევის მიზნით, რათა ერთიანი ძალისხმევით მოხდეს ქვეყანაში რელიგიური ძალმომრეობის შეჩერება.

გაზეთ “USA TODAY”-სადმი მიცემულ ინტერვიუში პრეზიდენტმა ბუშმა აღნიშნა, რომ იგი არ აპირებს ერაყიდან ამერიკელი სამხედრო მოსამსახურეების გაყვანის ვადების დადგენას, რადგანაც ეს უკანასკნელი ხელს მისცემს მეამბოხეებს თავიანთი ტაქტიკისა და გეგმების დარეგულირებაში.