მოლაპარაკება ევრო კავშირსა და თურქეთს შორის კვიპროსის საკითხზე ჩაიშალა

ამ საკითხზე პრეს კონფერენცია გამართა ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ერკი ტუო მიოიამ. პრეს-კონფერენციამდე ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი თურქეთისა და კვიპროსის საგარეო საქმეთა მინისტრებს შეხვდა. არ არის გამორიცხული, რომ მოვლენების უარყოფითმა განვითარებამ ხელი შეუშალოს მოლაპარაკებების ჩატარებას, რომლებიც საჭიროა თურქეთის ევრო-კავშირში გაწევრიანებისათვის. ამერიკის ხმისათვის მიცემულ ინტერვიუში ბრუსელში ევროპული პოლიტიკის ცენტრის ექპერტმა ამანდა აკიო კოიამ აღნიშნა, რომ ევრო კავშირსა და თურქეთს შორის მოლაპარაკების ჩაშლა მოსალოდნელი იყო.

-”მე სულაც არ მიკვირს, რომ ეს მოლაპარაკებები წარუმატებლად წარიმართა. მე უკვე ათი წელია კვიპროსთან დაკავშირებულ საკითხებზე ვმუშაობ და დანამდვილებით ვიცი თუ რა რიგ ძნელია რაიმე წინსვლის მიღწევა თურქეთ-კვიპროსის ურთიერთობათა საკითხში”- აღნიშნა ქალბატონმა კოიამ.

მიუხედავად ამ განცხადებისა ქალბატონ აკიო კოიას მიაჩნია, რომ მოლაპარაკებები განუსაზღვრელი დროით არ შეჩერდება უბრალოდ ადგილი ექნება დაყოვნებას. კვიპროსის საკითხის გარდა თურქეთს ევრო კავშირში გაწევრიანებაში ხელს უშლის ადამიანთა უფლებების საკითხი. ევრო კავშირში ზოგი საკმაოდ სკეპტიკურადაა განწყობილი იმის თაობაზე, რომ თურქეთი ოდესმე გახდება ევრო კავშირის წევრი.