ჰანოიში დაგეგმილი აპეკის უმაღლესი დონის შეხვედრის წინ, პრეზიდენტები ბუში და პუტინი მოსკოვში ხვდებიან ერთმანეთს.

ამერიკის პრეზიდენტის თვითმფრინავი გზად ჰანოისკენ მოსკოვში საწვავის შესავსებად შეჩერდა. პრეზიდენტები და მათი მეუღლებები მოკლე დროით აეროპორტში გაესაუბრნენ ერთმანეთს, რის შემდეგაც ამერიკელი ლიდერი სინგაპურისკენ აიღებს გეზს.

ორი ქვეყნის მეთაური პარასკევს კვლავ შეხვდება ერთმანეთს ჰანოიში დაგეგმილ ოფიციალურ სადილზე. ღონისძიება აპეკის უმაღლესი დონის შეხვედრას გახსნის.

ჯორჯ ბუში ხვალინდელ დღეს წყნარი ოკეანის აუზის ქვეყნების წარმომადგენლებთან შეხვედრებში გაატარებს, სადაც უმეტესწილად ეკონომიკურ პორბლემებზე გამახვილდება ყურადღება.

თეთრი სახლის წარმომადგენელი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში სტივენ ჰადლი აცხადებს, რომ ჯორჯ ბუში სინგაპურში დაგეგმილ სიტყვაში აზიის სახელმწიფოებსა და შეერთებულ შტატებს ტერორიზმთან ბრძოლის, დაავადების გავრცელების და სხვა პრობლემების დასაძლევად თანამშრომლობისკენ მოუწოდებს.