დეტალური გამოძიება ჩატარდება ინდოეთის არმიაში პაკისტანელი ჯაშუშების აღმოჩენასთან დაკავშირებით

ინდოეთის თავდაცვის მინისტრის პრანაბ მუხერჯის განცხადებით დეტალური გამოძიება ჩატარდება ინდოეთის არმიაში პაკისტანელი ჯაშუშების აღმოჩენასთან დაკავშირებით.

ინდოეთის უშიშროების ძალებმა გასულ კვირას ორი ჯაშუში დააპატიმრეს რომლებიც საიდუმლო დოკუმენტებს პაკისტანის დაზვერვის სამსახურს აწვდიდნენ.

ისლამაბადი უარყოფს ამ საქმესთან კავშირს. ინდოეთის თავდაცვის მინისტრის განცხადებით ახლა აუცილებელია პაკისტანის ჯაშუშთა ქსელის გამოვლენა ინდოეთის არმიაში. ეს ქვეყნები წარსულშიც არაერთხელ ადანაშაულებდნენ ერთმანეთს ჯაშუშობაში.