მოთარეშეები გააქტიურდნენ ავღანეთში

შეერთებული შტატები აცხადებს, რომ ავღანეთ-პაკისტანის საზღვრის მიდამოებში, მოთარეშეების მიერ განხორციელებულ თავდასმათა სიხშირე გასამმაგდა.

ავღანეთში დისლოცირებული, ამერიკის დაქვემდებარებაში მყოფი სამხედრო კოალიციის პრესმდივანი ამბობს, რომ თავდასხმების გახშირებით, ჩრდილოეთ ვაზირისტანის პროვინციასთან მდებარე, ტომებით დასახლებულ რეგიონი გამოირჩევა.