ერაყში აგვისტო ივლისზე უფრო სისხლიანი გამოდგა

ერაყის ჯანდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ გასული თვის მანძილზე ბაღდადში ძალადობას 1500 ადამიანი შეეწირა. ეს განცხადება მას შემდეგ გავრცელდა, რაც ერაყელმა და ამერიკელმა ოფიციალურმა პირებმა აღნიშნეს, რომ ერაყის დედაქალაქში უშიშროების ძალების მიერ განხორციელებული სპეცოპერაცია მუშაობს. ერაყელი მინისტრი აცხადებს, რომ სიკვდილიანობის მაჩვენებელი მორგებიდან და საავადმყოფოებიდან მიღებულ ინფორმაციას ეფუძნება. მისივე განცხადებით, ივლისის მაჩვენებელი აგვისტოთან შედარებით 14 პროცენტით დაბალი იყო. ამერიკელმა ოფიციალურმა პირებმა კი გასულ კვირას აღნიშნეს, რომ მკვლელობის კოეფიციენტი ბაღდადში 52 პროცენტით დაეცა ივლისთან შედარებით. შესაბამისად, ჯერჯერობით ვერ დგინდება თუ რატომ განსხვავდება ეს ორი წყარო ერთმანეთისგან. დღეს კი ბაღდადში გზის პირას დამონტაჟებული ნაღმის აფეთქების შედეგად სულ მცირე ორი ადამიანი გარდაიცვალა. ამერიკული მხარი იტყობინება, რომ კიდევ ერთ დამოუკიდებელ ინციდენტში ბაღდადიდან სამხრეთით გზის პირას დამონტაჟებული ბომბის აფეთქების შედეგად ერთი ამერიკელი ჯარისკაცი დაიღუპა.