ტერაქტს დღეს დილით ქაბულში ამერიკის საელჩოს შორიახლოს ჰქონდა ადგილი. ჩვენ ტალეფონით დავუკავშირდით ავღანეთში დისლოცირებული ამერიკული ძალების პრეს ცენტრის უფროსს ქრის მილერს. აი რაგვითხრა მან:
“ -კამიკაძე ტერორისტის სამიზნე გახდა ამერიკული სამხედრო ავტოკოლონა. აფეთქება განხორციელდა ამერიკის საელჩოს შორიახლოს. არის დანაკარგები ცოცხალ ძალაში ჩვენს მხარეზე. “
თვითმხილველთა თქმით ადგილობრივი უშიშროების სამსახურის თანამშრომლებმა და ამერიკელმა სამხედრო მოსამსახურეებმა შემთხვევის ადგილი გადაკეტეს და დაწყებულია მოკვლევა. ამის პარალელურად ქაბულიდან სამხრეთში ქალაქ ყანდაარის შორიახლოს კამიკაძე ტერორისტმა ფეთქებადი მასალით დატვირთული ავტომობილი ააფეთქა. ავღანეთის დასავლეთში განხორციელებული ტერაქტის შედეგად ოთხი იტალიელი ჯარისკაცი დაიჭრა.
ნატოს ოფიციალურ პირთა განცხადების თანახმა ავღანეთის სამხრეთში მიმდინარე სამხედრო ოპერაციის მსვლელობისას თალიბთა ოცი მოთარეშე იქნა განადგურებული. ნატოს ძალთა მთავარსარდალმა გენერალმა ჯეიმს ჯონსმა ჩვენთან საუბარში აღნიშნა, რომ ნატოს ამჟამად სასწრაფოს ესაჭიროება დამატებითი შვეულმფრენები და სატრანსპორტო თვითმფრინავები.