დღეს ისრაელის შეიარაღებულმა ძალებმა ორი პალესტინელი მოკლეს

დღეს ისრაელის შეიარაღებულმა ძალებმა კიდევ ორი პალესტინელი მოკლეს მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირის ოკუპირებულ ტერიტორიაზე.

მოკლულები ალ-აქსას შეწირულთა ბრიგადის წევრები იყვნენ, რომლებიც ებრაელმა სამხედროებმა ბალათას ლტოლვილთა ბანაკში განხორციელებული რეიდის დროს დახოცეს.

დღესვე ღაზაში ისრაელის ჯარიკაცებმა 5 პალესტინელი დაჭრეს სარაკეტო თავდასხმის დროს.