ინდოეთში სასამართლომ ძალაში დატოვა აკრძალვა კოკა-კოლასა და პეპსი-კოლას გაყიდვაზე.

ბრალდების თანახმად ამ სასმელებში დაფიქსირდა პესტიციდების მაღალი რაოდენობა. კოკა-კოლა და პეპსი-კოლა სასამართლოს ძალით ცდილობენ ამ აკრძალვის გაუქმებას.

მთლიანობაში შვიდ შტატში აიკრძალა კოკა-კოლასა და პეპსი-კოლას გაყიდვა მას შემდეგ რაც გარემოს დაცვის საკვლევმა ცენტრმა განაცხადა რომ ამ სასმელებში პესტიციდის საშიში რაოდენობა იქნა დაფიქსირებული.