“რა როლს ასრულებს ხელოვანი ქვეყნის პოლიტიკურ პროცესებში”

დღევანდელ დღეს, მაშინ როდესაც საქართველოში სწრაფ დინამიკაში იცვლება პოლიტიკური ვითარება და მუდმივად არის შეგრძნება, რომ შესაძლებელია ქვეყანა, საკუთარი თუ მეზობელი ქვეყნების შეცდომის საფუძველზე საომარ მდგოამრეობაში აღმოჩნდეს, ქვეყანაში სადაც არსებობს აზრი, რომ ირღვევა ადამიანის უფლებები, შევიწროვებულია სიტყვის თავისუფლება - ამ დროს რა არის ხელოვანის ფუნქცია, რა როლს ასრულებს კულტურა მსგავს პირობებში.

რამდენიმე მაგალითი ახლო ისტორიიდან და ხელოვანის ფუნქცია თანამედროვე სამყაროში, ამის შესახებ ხელოვნებათმცოდნე, კულტუროლოგი ნინო დანელია საუბრობს.

ნინო დანელიამე გამიჭირდება ისეთი მაგალითის გახსენება, სადაც ხელოვანი პირდაპირ მოქმედებს პოლიტიკაზე. ხელოვანი როგორც წესი, ხელს უწყობს საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბებას და შემდეგ საზოგადოება პირდაპირ მოქმედებს და გავლენას ახდენს პოლიტიკაზე და პოლიტიკოსებზე. ასეთი არაპიორდაპირი კავშირი ხელოვნებასა და პოლიტიკას შორის, რასაკვირველია ძალიან დიდია.

შორს რომ არ წავიდეთ, ჩვენ შეგვიძლია გავიხსენოთ პირველი მსოფლიო ომის დროს, საუკუნის დასაწყისში დადაისტური მოძარობა. ეს ითველბა ყველაზე მაშტაბურ და ღია, ომის საწინააღმდეგო მოძრაობად. არ გასული ძალიან დიდი ხანი, მაშინ როდესაც დაიწყო მეორე მსოფლიო ომი, ეს იყო დიდი იმპულსე იმისათვის, რომ მსახიობები, მუსიკოსები, მწერლები ჩართულიყვნენ ამ ანტი საომარ ე.წ. პროპაგანდაში. ამ დროს, ყველაზე აქტიური, ომის შემდგომ, ოდნავ მოგვიანებIთ, იყო ამერიკული მოძაროაბ 60-აინ წლებში. ეს იყო ამერიკის ისტორიაში ალბათ ყველაზე იდეალისტური ეპოქა.

ამ დროს ჩამოყალიბდა მოძრაობა ადამინის უფლებების დაცვის ორგანიზაციები, სექსუალური უმცირესობის, რელიგიური თანასწორობის, სიტყვის თავისუფლების, ქალის უფლებების დაცვის უფლებების ორგანიზაციები. სწორედ ამ ორგანიზაციების ჩამოყალიბების იმპულსი, იმ დროინდელი ხელოვნება, კულტურა იყო.

ეს არის რამდენიმე მაგალითი უახლესი კულტურის ისტორიიდან. მომავალ გადაცემაში ჩვენ გავაგრძელებთ საუბარს ხელოვნებათმცოდნე, კულტუროლოგ, ნინო დანელიასთან და დავსვამთ კითხვას – რა შედეგი მიიღო სამყარომ იმ სოციალური კრიტიკის საფუძველზე, რომელსაცვ ხელოვანები ეწეოდნენ.