პალესტინელების წინააღმდეგ შეტევა გრძელდება

ღაზის სექტორში ისრაელი აგრძელებს შეტევას პალესტინელების წინააღმდეგ, რაც ჰეზბოლას სარაკეტო თავდასხმების შეკავებას და გატაცებული ებრაელი ჯარისკაცის გათავისუფლებას ისახავს მიზნად.

პალესტინელი ექიმების განცხადებით, ისრაელის თავდასხმების შედეგად 3 პალესტინელი მშვიდობიანი მოსახლე დაიღუპა, მათ შორის 75 წლის ქალი, როცა ტანკიდან გატყორცნილი ჭურვი ღაზის ჩრდილოეთში ჯაბალიას ლტოლვილთა ბანაკში მდებარე მის სახლს მოხვდა.