ისრაელმა ბეირუთის პორტი და სხვა სამოქალაქო ობიექტები დაბომბა

ისრაელის სამხედრო თვითმფრინავებმა ბეირუთის პორტი და სხვა ობიექტები დაბომბეს. ლიბანელი ოფიციალური პირების განცხადებით, დღეს საჰაერო თავდასხმებისას 30 მეტი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 8 ლიბანელი ჯარისკაცი, რომლებიც სამხედრო საგუშაგოზე პატრულირებდნენ.

ლიბანური ოფიციალური წყაროების ინფორმაციით, ბეირუთში თავდასხმების შედეგად საწვავის საწყობი აფეთქდა, დიდი ზარალი მიადგა ქარხნებსა და სამოქალაქო ობიექტებს. ისრაელის სახმელეთო ჯარები გუშინ სამხრეთ ლიბანში შეიჭრნენ, თუმცა მაშინვე უკან დაიხიეს ჰეზბოლას შეტევების შემდეგ.

ამ ფონზე, ისრაელელი ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ ჰეზბოლას მიერ რაკეტების გატყორცნის შედეგად ქალაქ ჰაიფაში შენობა დაინგრა, დაშავდა ორი ადამიანი. კვირას იმავე ქალაქში რაკეტებმა 8 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

ისრაელის პრემიერ მინისტრი ეჰუდ ოლმერტი ჰაიფაზე განხორციელებული თავდასხმისთვის გაფრთხილებას აკეთებს. ისრაელის მთავრობის წარმომადგენლის მირი აისენის განცხადებით: “ჩვენ ვცდილობთ დავაზუსტოთ ის ადგილები, სადაც განლაგებულია რაკეტები და ისე მივიტანოთ ამ ობიექტებზე დარტყმა.”