დღეს პრეზიდენტი ბუში მოულოდნელად ერაყში ჩავიდა

ბაღდადის აეროპორტიდან პრეზიდენტი შვეულმფრენით გადაფრინდა კარგად დაცულ მწვანე ზონაში.

როგორც ამბობენ ერაყის ახალ პრემიერ-მინისტრს ნური ალ-მალიქს პრეზიდენტ ბუშთან შეხვედრამდე მხოლოდ 5 წუთით ადრე შეატყობინეს ამის შესახებ. ეს ბუშის მეორე ვიზიტია ერაყში 2003 წლიდან ომის დაწყების შემდეგ.

არადა თითქოს დღეისთვის იყო დაგეგმილი ბუშის ვიდეო კონფერენცია ერაყელ ლიდერებთან.