კალიფორნიის გუბერნატორი არნოლდ შვარცენეგერი მზადაა ეროვნული გვარდიის ჯარისკაცები გადაისროლოს მექსიკის საზღვრის რაიონში.

როგორც მან თქვა, ეროვნული გვარდიის 1000 ჯარისკაცი დახმარებას გაუწევს ამერიკელ მესაზღვრეებს მექსიკიდან არალეგალური იმიგრანტების მოზღვავების შეჩერებაში.

პრეზიდენტი ბუში უკვე დათანხმდა ამ ოპერაციისათვის საჭირო ხარჯების მთლიანად დაფარვაზე. შვარცენეგერის განცხადების თანახმად ოპერაცია 15 ივლისს დაიწყება და დასრულდება 2008 წელს.

მასში მონაწილეობას მიიღებენ მხოლოდ მოხალისეები, რომლებიც მზად არიან ექვსი თვიდან ერთ წლამდე დაჰყონ ეროვნული გვარდიის სამსახურში. ბუშის გეგმის თანახმად ამერიკა-მექსიკის საზღვარზე მთლიანობაში ეროვნული გვარდიის ექვსი ათასი ჯარისკაცი იქნება დისლოცირებული.