ივნისის ჯაზ ფესტივალის მონაწილეები თბილისში

ივნისის თვეში ცნობილი როკ ჯგუფის, “Pink Floyd”-ის სოლისტი და კომპოზიტორი როჯერ ვოტერსი მთელ აღმოსავლეთ ევროპაში საკონცერტო ტურნეს მართავს. ყველა ამ ქვეყენაში ის სტადიონზე შეასრულებს სიმღერებს, რომელზეც საქართველოშიც ძალიან ბევრი თაობა გაიზარდა.

სამწუხაროდ ისე ხდება, რომ საქართველო აღმოსავლეთ ევროპის ტურნეში არ მოხდა. ამის მიზეზი ძვირადღირებული შემსრულებელი და მისი პოტენციური მსმენელის დეფიციტია. სტადიონს როჯერ ვოტერსის მსმენელებით ვერ გავავსებთ - ამობებენ ის ადამიანები, რომელნიც მსგავსი ღონისძიებების ჩატარებით არიან დაკავებულნი. ამიტომ უმჯობესია, ასევე, არანაკლებ ძვირადღირებული შემსრულებლის ჩამოყვანა და გარანტირებული ფილარმონიის დიდი საკონცერტო დარბაზის შევსებაა. ჯემი როქვაის მუსიკა.

კლუბ “Two Side”-ში კომპანია ისთერნფრომოუშენმა პრესკონფერენცია გამართა, სადაც ოფიციალურად განაცხადა, რომ ივნისის ჯაზფესტივალს თბილისში ჯემი როქვაი გახსნის. ლისაბონის როკ ფესტივალის შემდეგ, ჯემი როქვაი ევროპის ჯაზფესტივალის ტურნეს იწყებს, მოსკოვთან, კიევთან და სანტპეტერბურგთან ერთად წელს ტურნეში თბილისიც ჩაჯდა. უკვე გადაწყვეტილია, რომ ჯემი როქვაი საქართველოში 21 ივნისს ჩამოფრინდება და მეორე დღეს კოკა-კოლა ჯაზფესტივალს გახსნის. ისთერნპრომოუშანის წარმომადგენელი მიშა გიორგაძე. მიშა გიორგაძე – ჯემი როქვაი თბილისში, ცოტა ხნის წინ ჯერ კიდევ წარმოუდგენელი იყო, უნდა გითხრათ რომ ის არა მხოლოდ თბილისში, აღმოსავლეთ ევროპაში პირველად მოდის. ბრიტანული ჯგუფი თბილისში ცარტერული რეისით ჩამოფრინდება, მარტო აპარატურა, რომელიც ჯგუფს თან მოაქვს 6 ტონას იწონის. ჯემი როქვაი შერატონ მეტეხი პალასში ორი დღე გაჩერდება. მომღერალი ყველაზე მომთხოვნი დაცვასთან დაკავშირებით არის. კახა კანდელაკი - მაღალი ხარისიხ მანქანას ითხოვს ჯიპის ტიპის, ჩამუქებული შუშებით. 6 ადამიანისგან შემდგარი დაცვა მას თან ახლავს და სცენაზე 8 დაცვის წევრი იდგება. ჯემი როქვაისთან ერთად თბილისში ჰერბი ჰენკოკს, ფრედი კოლის და ბლუზის ქალბატონებს ელიან. ფესტივალის ყველაზე პოლულარული სახე წელლს ჯემი როქვაი იქნება. ჯაზის მოყვარულთათვის ეს მართლაც დიდი ზეიმია, ამ დღესასწაულს საქართველოს კულტურის მინისტრი გოკა გაბაშვილიც ელოდება. გოკა გაბაშვილი – რასაკვირველია ყველაზე პოპულარული სახე ჯემი როქვაია, მაგრამ მე გამოვარჩევდი ჰერბი ჰენკოკს, რომელიც ძალიან მიყვარს და შეიძლება ითქვას, რომ დიდი ჯაზ პიანისტებიდან მხოლოდ მის კონცერტზე არ ვარ ნამყოფი. წელს თბილისის ჯაზფესტივალის კვირას, ყველა კაფესა თუ ბარში მხოლოდ ჯაზი გაიჟღერებს და გარდა ამისა, ფესტივალის ორგანიზატორები, მსმენელს და ამ შემსრულებლების მოყვარულებს კიდევ ერთ სიახლეს სთავაზობენ. მათ ვისაც არ ექნება კონცერტზე დასწრების საშუალება, რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზე, კონცერტი ცოცხლად იქნება ნაჩვენები და მოედანზე, სადაც სატრანსპორტო მოძრაობა გადაიკეტება, უამრავ თაყვანისმცემელს ექნება საშუალება მოისმინოს და იცეკვოს კიდეც ჯემი როქვაის მუსიკაზე. ასე რომ ჯაზის მოყვარულთათვის საქართველოში არსებობს კომპანია, რომელიც ყოველწლიურად ცდილობს უფრო და უფრო უკეთესი რეპერტუარი შესთავაზოს მათ. მომავალში კი კარგი იქნება, თუკი არა მხოლოდ ჯაზის, არამედ როკის მოყვარულთათვისაც გაჩნდება ისეთი კომპანია, რომელიც ქართველ მსმენელს ჯაზისგან განსხვავებულ როკ კულტურას შესთავაზებს და მათ კონცერტებზე დასაწრებად საქართველოს ფარგლებს გარეთ არ მოუწევთ წასვლა.