ნეპალის მთარვობა კომენდანთის საათს აუქმებს

ნეპალის სამეფო ხელისუფლებამ დედაქალაქ კატმანდუში დღის საათებში დაწესებული კომენდანტის საათი გააუქმა.

საინფორმაციო საშუალებებით მთავრობამ ასეთი განცხადება დღეს გააკეთა.

ასევე აღნიშნული იყო, რომ კომენდანტის საათი მომავალ შეტყობინებამდე უქმდება, თუმცა ჯერჯერობით გაურკვეველია იხსნება თუ არა ასეთი შეზღუდვები სხვა რეგიონებშიც.