ამერიკის პრეზიდენტი ერაყში დაჭრილ ქართველ ოფიცერს სტუმრობს

A

ერაყში, კოალიციის ძალების რიგებში 800-ზე მეტი ქართველი სამხედრო მოსამსახურე იბრძვის. მიხეილ ქუთათელაძე, უფროსი ლეიტენანტი, ერაყში 24 მაისს სპეციალური ოპერაციისას დაიჭრა. ამის შემდეგ, იგი სამკურნალოდ გერმანიაში გადაიყვანეს და ბოლოს, მერილენდის შტატში, უოლტერ რიდის ჰოსპიტალში მოათავსეს. მიხეილი საავადმყოფოში ამერიკის პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა და ამერიკის სახელმწიფო მდივანმა კონდოლიზა რაისმა მოინახულეს. ამერიკის ხმის ქართული განყოფილების თანამშრომელი ქეთევან გაბუნია იმ დროს მიხეილთან ერთად იყო და თარჯიმნობას სწევდა პრეზიდენტთან და სახელმწიფო მდივანთან საუბრისას. სწორედ მან, პალატაში ჩაიწერა ექსკლუზიური ინტერვიუები.