30 წელი საზარელი ეროვნული ტრაგედიიდან

Your browser doesn’t support HTML5

საზარელი ეროვნული ტრაგედიიდან, რომელიც 1991-92 წლების დეკემბერ-იანვარში თბილისში გათამაშდა და მოუშუშებელი ჭრილობა დატოვა, საქართველოს ახალგაზრდა რესპუბლიკის სხეულზე 30 წელი გავიდა. სახელმწიფო გადატრიალებამ 113 ადამიანი შეეწირა, დაიწვა თბილისის ცენტრი, პუტჩს სრული ეკონომიკურ-პოლიტიკური კოლაფსი მოჰყვა