ფხენიანის ბირთვული რეაქტორი

თანამგზავრის კადრები მაის-ივნისშია გადაღებული
ამერიკული კვლევითი ინსტიტუტის განცხადებით, თანამგზავრიდან გადაღებულ კადრებზე ასახულია ჩრდილოეთ კორეის ბირთვული რეაქტორის მშენებლობა, რომელიც ანალიზის თანახმად, უკვე მომავალ წელს დასრულდება. რეაქტორის მუშაობა მსუბუქ წყალზე არის გათვლილი.

თუმცა, ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ ფხენიანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით კონსენსუსის პერსპექტივა არ ჩანს. ვაშინგტონში მოქმედი სამეცნიერი და საერთაშორისო ტექნოლოგიების კომპანია აცხადებს, რომ ახალი კონსტრუქციები იონგბიონის ბირთვული კომპლექსის გარშემო იქნება განთავსებული. თანამგზავრის კადრები მაისში და ივნისშია გადაღებული.