“ოდა“: „რუსეთი ტერორისტული ქვეყანაა, ვინც ეთანხმებით, ჩვენი კარი ღიაა“

Your browser doesn’t support HTML5

მარტვილში, ქეთო ნინიძის საოჯახო მარან „ოდაში“ არ ემსახურებიან იმ რუს ტურისტებს, ვინც არ ეთანხმება, რომ „რუსეთი ოკუპანტი და ტერორისტული სახელმწიფოა“. ამ შეზღუდვის მიუხედავად, „ოდას“ სტუმართა რიცხვი, მთელი მსოფლიოდან, წლიდან წლამდე იზრდება. ორგანული ღვინოები კი მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში იყიდება