რუსეთში სკოლაზე თავდასხმას 13 ადამიანი ემსხვერპლა

Your browser doesn’t support HTML5

რუსეთში სკოლაზე შეიარაღებულ თავდასხმას 13 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის, 7 ბავშვი. დაჭრილია 20 ადამიანი. საგამოძიებო უწყების მიერ გავრცელებულ ვიდეოკადრებში ჩანს, რომ ლიკვიდირებული თავდამსხმელი შავებშია შემოსილი და მაისურზე, წრეში გამოსახული სვასტიკა აქვს დატანილი.