აშშ-ის სენატმა უკრაინისთვის 40 მილიარდი დოლარის დახმარების პაკეტი დაამტკიცა

აშშ-ის სენატის წევრთა უმრავლესობამ მხარი დაუჭირა უკრაინისთვის 40 მილიარდი დოლარის დახმარების გამოყოფას. 86 მომხრე და 11 წინააღმდეგი - სენატორთა ხმები ასე გადანაწილდა.

Your browser doesn’t support HTML5

დემოკრატიის არსენალი - "ლენდ-ლიზი"

კანონპროექტი ახლა ხელმოსაწერად აშშ-ის პრეზიდენტს გაეგზავნება.

უკრაინისთვის 33 მილიარდი დოლარის დახმარების გამოყოფა, პრეზიდენტმა ბაიდენმა კონგრესს სამი კვირის წინ მოსთხოვა.

გასულ კვირას უკრაინისთვის 40 მილიარდი დოლარის დახმარების გაწევას მხარი დაუჭირა წარმომადგენელთა პალატის 368 წევრმა - 219-მა დემოკრატმა და 149 რესპუბლიკელმა. წინააღმდეგი იყო 57.

ყველა მოწინააღმდეგე რესპუბლიკელია. კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში უმრავლესობა დემოკრატიულ პარტიას აქვს.