ისტორიული სახლები აშშ-ში

ისტორიული სახლები აშშ-ში

ვირჯინიის ქალაქ ვინჩესტერში მდებარე პატარა სახლის შესასვლელი აგვისტოდან მოყოლებული საზოგადოებისათვის დღემდე ღიაა. ეს სახლი ხალხისათვის უსაყვარლეს ამერიკელ ვოკალისტ ქალაბტონს ეკუთვნოდა, რომელიც 30 წლის ასაკში გარდაიცვალა.

პეთსი ქლაინის ალბომი სახელწოდებით “Greatest Hits” 10 მილიონზე მეტი ასლი გაიყიდა. იგი, 16 წლიდან 21 წლამდე, ამ სახლში საკუთარ ოჯახთან ერთად ცხოვრობდა.

პეთსი ქლაინის სახლის დორექტორის ჯუდი სიუ ჰიუტ-კემპის თქმით :

“როცა პეთსი აქ საცხოვრებლად გადმოვიდა, ის ნიჭიერი ახალგაზრდების ადგილობრივ კონკურსში მღეროდა. ასევე მღეროდა საეკლესიო მუსიკას; ერთი სიტყვით, ყველაფერში მონაწილეობდა სადაც ხელი მიუწვდებოდა.

მომღერლის ბიძაშვილი პატრიცია ბრენონი სახლში მისულ დამთვალიერებლებს მეგზურობას უწევს და მომღერლის ცხოვრების შესახებ ყველაფერს დეტალურად აცნობს. მასში შემორჩენილმა ბავშვობის შთაბეჭდილებამ დახმარება გაწია სახლის იმავე სტილში აღდგინის პროცესში და ის დღეს ისე გამოიყურება, როგორც 1940 წელს.

მეორე მნიშვნელოვანი სახლ-მუზეუმი ბეიბი რუთს ეკუთვნის.

იგი ამერიკული ბეისბოლის გამორჩეული მოთამაშეა, რომელიც მერილენდის შტატის ქალაქ ბალტიმორში დაიბადა.

“რუთსი ამ სახლში 1895 წლის 6 თებერვალს დაიბადა. ის იყო ერთ- ერთი სპორტსმენი რომელსაც ბეისბოლის აგენტი ჰყავდა და ასევე სხვადასხვა სავაჭრო საქონელს რეკლამას უწევდა -” ამბობს ბეიბი რუთსის მუზეუმის აღმასრულებელი დირექტორი - მაიკ გიბონსი.

1960 წელს სპორტსმენის დაბადების ადგილი დემონტაჟის ნუსხაში მოხვდა. თუმცა ბალტიმორელი მცხოვრებლების მეშვეობით გადარჩა და მოხდა მისი აღდგენა. მას შემდეგ, იგი ღიაა და 40 წლის განმავლობაში მრავალ დამთავლიერებელს უმასპინძლა.

მიუხედავად იმისა რომ ბალტიმორში სხვა საინტერესო ისტორიული მუზეუმებიცაა, ბევრი მათგანი განსაკუთრებული ფუფუნებით არ გამოირჩევა. მათ შორისაა ცნობილი ამერიკელი მწერლის ედგარ ალან პოს სახლ-მუზეუმი.

“მწერალი ამ სახლში 1832 წლიდან 1835 წლამდე ცხოვრობდა. იგი დაახლოებით 25 წლის იყო, როდესაც ამ პატარა სახლში თავის ორ ბიძაშვილთან, ბიცოლასთან და ბებიასთან ერთად ცხოვრობდა,-” აღნიშნავს სახლ-მუზეუმის კურატორი - ჯეფ ჯერომი.

მწერლის კლასიკურ სტილში გაფორმებულ საძინებელში დღემდე იმ წლების ავეჯია შემორჩენილი, რომელშიც თავად ცხოვრობდა.

მიუხედავად დამთავლიერებლების სიჭარბისა, მომავალი წლის ივნისში ედგარ ალან პოს სახლ-მუეზუმი დაიხურება.

“ბალტიმორის ქალაქის მთავრობამ სახლ-მუზეუმს დაფინანსება შეუმცირა. ახლა რითაც ვარსებობთ მწერლის დაბადების დღის აღნიშვნის დროსა და ჰალოუვინის ღონისძიებზე შემოწირული თანხაა,-” აცხადებს სახლ-მუზეუმის კურატორი.

ედგარ ალან პოს შემოქმედება იმდენად შთაბეჭდავია, რომ თავად სახლ-მუზეუმში დამთვალიერებელს ემოციის გარეშე არ ტოვებს.