რუსი მძლეოსნები ოლიმპიადაზე ვეღარ მიდიან

სპორტის საარბიტრაჟო სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებით, რუსეთის მძლეოსანთა ნაკრები 2016 წლის ოლიმპიურ თამაშებს გამოტოვებს. გასაჩივრების მიუხედავად, გადაწყვეტილება ძალაში დარჩა და რუსი მძლეოსნები ბრაზილიის ზაფხულის ოლიმპიური თამაშებიდან დოპინგის სისტემატური გამოყენების გამო დისკვალიფიცირებული არიან.

კრემლი “ღრმა მწუხარებას” გამოთქვამს დღეს გამოქვეყნებული გადწყვეტილების გამო. პრეზიდენტის პრეს-სპიკერი აცხადებს, რომ ვლადიმირ პუტინი რუს სპორტსმენებთან შეხვედრას გეგმავს.