ფხენიანმა წყალბადის ბომბი გამოსცადა

ჩრდილოეთ კორეა აცხადებს, რომ აგრძელებს წყალბადის ბომბის “წარმატებულ” გამოცდას, რასაც მსოფლიო თანამეგობრობის მხრიდან მკაცრი კრიტიკა მოჰყვა. ფხენიანის სახელმწიფო ტელევიზიის განცხადებაში, რომელშიც ამერიკა რამდენჯერმე იყო ნახსენები, ბომბის დანიშნულება ჩრდილოეთ კორეის სუვერენიტეტისა და თავდაცვის გაძლიერებაა.

წყალბადის ბომბი ატომურ ბომბზე გაცილებით ძლიერია.

სამხრეთ კორეის ბირთვული საკითხების ექსპერტებისა და დაზვერვის ინფორმაციით, ბომბის ტესტირების შედეგად წარმოქმნილი სეისმური ბიძგები ისეთი ძლიერი არ იყო, როგორიც ნამდვილი წყალბადის ბომბის აფეთქების შედეგად წარმოიქმნება.