კაპუტო თეთრი სახლის ღობეზე გადაძრომის გამო დააკავეს

დაკავებულია მამაკაცი, რომელიც თეთრი სახლის ღობეზე იმ დროს გადახტა, როცა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ბარაკ ობამას ოჯახი მადლიერების დღეს აღნიშნავდა.

საიდუმლო სამსახურის განცხადებით, ჯოზეფ კაპუტო, რომელსაც ტანზე ამერიკის დროშა ჰქონდა შემოხვეული, ღობეზე გადავიდა და ის მაშინათვე აიყვანეს. კაპუტოს ასაკზე, საცხოვრებელ ადგილზე ან მისი საქციელის მიზეზზე ჯერჯერობით სამართალდამცავები არაფერს იტყობინებიან.