ბრძოლები სირია-თურქეთის საზღვარზე

სირიელი მეამბოხეები და სამთავრობო ჯარები თურქეთის საზღვრის მახლობლად ეომებიან ერთმანეთს.

აჯანყებულებმა თურქეთის საზღვართან თალ აბიადის საგუშაგოზე სირიის სახელმწიფო დროშა ჩამოხსნეს.

ოპოზიციის მეომრები სირია-თურქეთის საზღვარზე უკვე რამდენიმე საკონტროლო გამშვებ პუნქტს აკონტროლებენ.

„საერთაშორისო ამნისტია" სირიის არმიას მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ მიმართულ ძალადობაში ადანაშაულებს.

ადამიანის უფლებათა დამცავების განცხადებით, სირიის სამთავრობო ჯარები მშვიდობიან ქალაქებს საარტილერიო ჭურვებით ბომბავენ.