ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ზელენსკი ქართველ ხალხს მადლობას უხდის


თბილისში, უკრაინისადმი გამართულ მხარდასაჭერ აქციას, პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, თავის “ტვიტერ” გვერდზე გამოეხმაურა. მან მადლობა გადაუხადა ქართველ ხალხს მხარდაჭერისთვის.

“შესანიშნავი ქართველი ხალხი, რომელსაც ესმის, რომ მეგობრებს მხარი უნდა დაუჭირონ! მადლობელი ვარ ყველასი, თბილისსა და სხვა ქალაქებში, ვინც გარეთ გამოვიდა უკრაინის მხარდასაჭერად და ომის წინააღმდეგ”.

თბილისის ცენტრალურ ქუჩაზე მოსახლეობა არა მხოლოდ უკრაინის მხარდასაჭერად, არამედ პრემიერ ღარიბაშვილის განცხადების გასაპროტესტებლადაც გამოვიდა. ღარიბაშვილმა თქვა, რომ საქართველო დასავლეთს არ შეუერთდება რუსეთისთვის სანქციების დაწესებაში.

პრეზიდენტმა ზელენსკიმ, სავარუდოდ სწორედ ამაზე მიანიშნა, როდესაც "ტვიტერზე" იქვე დაწერა, რომ “არის დრო, როდესაც ხალხი არ არის მთავრობა, მაგრამ მასზე უკეთესია”.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG